ონლაინ ვებ მხარდაჭერა

    მეტი მხარდაჭერის, განახლების, ჩაშენებული პროგრამული უზრუნველყოფის ჩამოტვირთვებისა და ვიდეოგაკვეთილებისათვის,
    ეწვიეთ: www.sony-mea.com/en/electronics/support

    Cსაკონტაქტო ცენტრი

    ჩვენი ექსპერტები მზად არიან მყისიერად გაგიწიონ შესაბამისი დახმარება.

    ტექნიკური მხარდაჭერა და შეკეთება

    გაიცანით ჩვენი ინჟინრები, რომლებიც სერვისცენტრში ნებისმიერ ტექნიკურ სირთულეს გადაწყვეტენ


    მადლობას გიხდით Sony-ს პროდუქტის შეძენისთვის.

    გთხოვთ, იხილოთ ქვემოთ წარმოდგენილი საგარანტიო წესები და პირობები.

    Sony Middle East and Africa FZE („ჩვენ“, „Sony”) გაწვდით მწარმოებლის საგარანტიო დაფარვას, როგორც ეს (1) — (4) Sony-ს პროდუქტების განყოფილებებშია წარმოდგენილი („მწარმოებლის გარანტია”).

    გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ და გაიაზროთ აქ წარმოდგენილი გარანტიის წესები და პირობები.

    მწარმოებლის საგარანტიო წესები და პირობები:

    1) მწარმოებლის გარანტიით დაფარული Sony-ს პროდუქტები:

    Sony Product ნიშნავს Sony-ს ბრენდის ქვეშ წარმოდგენილ პროდუქტს, როგორც ეს ქვემოთაა ჩამოთვლილი, რომელიც თქვენ, როგორც მომხმაარებელმა შეიძინეთ საქართველოს რესპუბლიკაში ავტორიზებული სააცალო მოვაჭრისგან, შესაბამისი შესყიდვის მოქმედი მტკიცებულებით (თავდაპირველი ინვოისი ან გაყიდვის ჩეკი), სადაც მითითებულია შესყიდვის თარიღი, პროდუქტის მოდელის დასახელება, საცალო მოვაჭრის დასახელება/ ბეჭედი.

    გარანტიით დაფარული Sony-ს პროდუქტებისაგარანტიო პერიოდი
    ტელევიზორები2 წელი
    DVD და BD ფლეიერი2 წელი
    სახლის კინოთეატრი2 წელი
    HiFi აუდიო სისტემა2 წელი
    HiFi კომპონენტი2 წელი
    რადიო კასეტა2 წელი
    რადიო2 წელი
    ციფრული მუსიკალური ფლეიერი2 წელი
    IC რეკორდერი2 წელი
    გეიმინგ მონიტორი3 წელი**
    გეიმინგ ყურსასმენი2 წელი
    PPro აუდიო2 წელი
    უსადენო დინამიკი2 წელი
    ყურსასმენი (მხოლოდ Bluetooth მოდელები)2 წელი
    მანქანის აუდიო - ES სერიის მთავარი ბლოკი, საბვუფერები და დინამიკები*3 წელი
    ჩანაცვლებადლინზიანი კამერა2 წელი
    ჩანაცვლებადი ლინზა2 წელი
    კამკორდერი და ექშენ კამერა2 წელი

    *არა-ES სერიის საბვუფერები და სპიკერები გარანტიით არ იფარება.
    ** 1 წლიანი გარანტია 2025 წლის 30 აპრილამდე განხორციელებულ ნებისმიერ შენაძენზე

    ზემოთ წარმოდგენილ სიაში არშესული პროდუქტები მწარმოებლის გარანტიით არ იფარება და გთხოვთ, საგარანტიო ინფორმაციის მისაღებად, თქვენს ადგილობრივ საცალო მოვაჭრეს დაუკავშირდეთ.

    2) ნაწილები, რომლებსაც არ ფარავს მწარმოებლის გარანტია:

    (i) აქსესუარები (როგორიცაა დისტანციური მართვის პულტები, ადაპტორები, კაბელები და მსგავსი საგნები)

    (ii) სახარჯი მასალები (კომპონენტები, რომლებიც, მოსალოდნელია რომ პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში, პერიოდულად გამოიცვლება, როგორიცაა ელემენტები და მსგავსი საგნები)

    (iii) პროდუქტის კოსმეტიკური ნაწილები (როგორიცაა უჯრები, ღილაკები, გადამრთველები და მსგავსი საგნები)

    (iv) პროგრამული უზრუნველყოფა და ნებისმიერი განახლება

     3) მწარმოებლის საგარანტიო პირობები:

    a) მწარმოებლის გარანტიით სარგებლობისათვის, თქვენ უნდა წარმოადგინოთ ავტორიზებული რესელერის ინვოისი / ჩეკი, რომელზეც ნაჩვენებია Sony Product-ის სააგნის შესყიდვის თარიღი..

    b) მწარმოებლის გარანტიის შეთავაზება ხდება მხოლოდ Sony-ს პროდუქტის შეკეთების და არა პროდუქტის გამოცვლის მიზნით და ა.შ.

    c) Tმწარმოებლის შეთავაზებული გარანტია არ ფარავს:

    - სერვისცენტრში მიწოდებასა და უკუტრანსპორტირებას, გადატანის ხარჯებს, ადგილობრივ საბაჟოებსა და სხვა გადატანასთან დაკავშირებულ ხარჯებს, რომლებიც შესაძლოა წარმოიშვას.

    - ერთეულის მოხსნას და მონტაჟს.

    - ნებისმიერ ფიზიკურ ზიანს ან დამწვარ კომპონენტებს, რაც განპირობებულია ჭარბი სითბოს წარმოქმნით, ტენიანობით გამოწვეული კოროზიით, დაზიანებით, რომელიც გამოწვეულია სითხეებით, მწერებით, გარე დაზიანებებით, შიდა შუშის დამტვრევით, უბედური შემთხვევებით, გადატანის დროს მიღებული დაზიანებით, ელექტროენერგიის მერყეობით, პროდუქტის არასწორი მოხმარებით, არასწორი გასუფთავებით, ტარებითა და ცვეთით, ბუნებრივი კატაკლიზმით, გაუთვალისწინებელი შემთხვევით და/ან ნებისმიერი ისეთი მუშაობით, რომლითაც ირღვევა ან არ არის მოხმარების ინსტრუქციებით დაფარული.

    - ნებისმიერი ისეთი პირის მიერ გაყალბებული ან შეკეთებული Sony-ს პროდუქტები, რომელიც Sony-ს მიერ არაა ავტორიზებული.

    - Sony-ს პროდუქტები, რომლის მოდელის სახელი ან სერიული ნომერი არ ემთხვევა ტელევიზორზე, ინვოისსა თუ ჩეკზე ან პროდუქტის ყუთზე არსებულ ნომერს, ან თუკი მოხდა მათი ცვლილება, ამოღება ან დამახინჯება..

    d) მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილი Sony-ს ავტორიზებული სერვისცენტრები არიან უფლებამოსილნი გადაწყვიტონ, ზემოთმოხსენიებული პირობების ფარგლებში, არის თუ არა მწარმოებლის გარანტია მოქმედი.

     4) უფლებებზე უარის თქმა:

    იმ ფარგლებში, რამდენადაც ეს მოქმედი კანონმდებლობითაა დასაშვები, Sony-ს პროდუქტებზე არავითარი ირიბი გარანტია (მათ შორის, დამაკმაყოფილებელი ხარისხის ან კონკრეტული მიზნისთვის ვარგისიანობის) არ ვრცელდება. თქვენი უფლების განხორციელება ან ნებისმიერი ზიანის გამოსწორება, რომელიც თქვენ მოგადგათ, მხოლოდ მწარმოებლის გარანტიით მითითებული გზებითაა შესაძლებელი. მონაცემების დაკარგვაზე ან ნებისმიერი შემთხვევითი, არაპირდაპირი, სპეციალური ან თანმდევი ზიანის (მათ შორის სარგებლის ან მოგების დაკარგვა) გამოწვევაზე, რომელიც Sony-ს პროდუქტებითაა გამოწვეული ან მათთან კავშირშია, მიუხედავად იმისა, ეფუძნება თუ არა ეს ხელშეკრულებას, უვადოდ ან სხვაგვარად, Sony არ არის პასუხისმგებელი.

    მწარმოებლის გარანტიის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ Sony-ს შემდეგ ავტორიზებულ სერვისცენტრს:

    ტექპოინტი (სერვის პლაზა)

    მისამართი: საქართველო, თბილისი, ე. ანტონიკაშვილის I შესახვევი №43

    ტელეფონი: +995 322422215

    ელფოსტა: support@techpoint.ge

    სერვისის საათები: ორშ-პარ: 10:00 - 19:00

    შაბ: 10:00 - 15:00